როდესაც თქვენს პატარას ექვსი თვე უსრულდება და მყარ კვებას იწყებს, სასურველია დაიწყოთ მისთვის ჯანსაღი, კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება.
ეცადეთ ყოველთვის შემოუერთდეს საერთო მაგიდას;
არასდროს გაართოთ სხვადასხვა გაჯეტით, კვების დროს;
მიეცით საშუალება ხელით შეეხოს და დამოუკიდებლად დააგემოვნოს სხვადასხვა პროდუქტი.
ეს ყველაფერი თავიდან ცოტა რთულია, მაგრამ მალე მშობლებისთვის საოცარ კომფორტს შექმნის, როდესაც სტუმრად ან საქმის კეთების დროს ბავშვი, თქვენი მეთვალყურეობის პარალელურად, შეძლებს მიირთვას დამოუკიდებლად – ეს დაგიზოგავთ დროს, საშუალებას მოგცემთ თქვენც მშვიდად ისადილოთ და სამომავლოდ “უჭმელობას” აგარიდებთ.
ჩვენი პროდუქტი მისი კომპაქტურობის წყალობით, დაგეხმარებათ არ დაარღვიოთ პატარას ჩვევები სტუმრად ყოფნის, ოჯახური გასეირნების ან მოგზაურობის დროს.