რატომღაც, ბავშვის ოთახის მოწყობისას, ხშირად, ბევრ მკვეთრ ფერს ვხვდებით. ეს
შეცდომაა. პატარას საძინებელი მშვიდი, მაგრამ ნათელი ფერებით უნდა იყოს წარმოდგენილი.
იდეალურია პასტელის ტონები.
აუცილებელია, რომ ახალშობილი სულ ერთი და იგივე გარემოში იძინებდეს, დაცული იყოს
დღის რეჟიმი და რუტინა, მშობლისთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო პრაქტიკულად და
მხოლოდ საჭირო ნივთების საშუალებით მოაწყოს.
ახალბედა მშობლებს ძალიან გამოადგებათ ჩვენი დღევანდელი ბლოგი თუ რა ნივთები
გვჭირდება ახალშობილის ოთახისთვის, როგორ შევარჩიოთ და შევიძინოთ ისინი.
1)საწოლი იხილეთ პროდუქტი
უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური ხის, გლუვი ზედაპირისა და კუთხეების მქონე,
არატოქსიკური მასალისაგან დამზaდებულ საწოლს. მატრასი კი მყარი შეარჩიეთ;
2)კომოდი იხილეთ პროდუქტი
ტანსაცმლისა და ნივთების მოსათავსებლად იდეალური და კომპაქტურია საბავშვო კომოდი;
3) გამოსაცვლელი ზედაპირი იხილეთ პროდუქტი
4) მონიტორინგის სისტემა იხილეთ პროდუქტი
ძალიან პრაქტიკულია თქვენთვის, რომ ბავშვის ძილის დროს თქვენი საქმიანობა თუ დასვენება მშვიდად განაგრძოთ.
5) ღამის სანათი იხილეთ პროდუქტი
მშვიდი განათება ბავშვის ოთახს დამატებით სიმყუდროვესა და თქვენს პატარას უსაფრთხოების
განცდას შესძენს;
6)მობაილი და განსავითარებელი სათამაშოები იხილეთ პროდუქტი
საუკეთესოა ბავშვის გასართობად და სენსომოტორული უნარების განსავითარებლად.
7) ხალიჩა იხილეთ პროდუქტი
სიცოცხლის პირველივე დღეებიდან “მუცელზე თამაშისა” და შემდგომ სხვა განსავითარებელი აქტივობებისთვის უსაფრთხო და სპეციალურად შერჩეული მასალისგან დამზადებული ხალიჩა საუკეთესო დამხმარეა მშობლისთვის.
როგორ მოვაწყოთ და რა ნივთები გვჭირდება ახალშობილის ოთახისთვის?
30
ოქტ