- ეტლები
- ბავშვის საწოლები/საწოლის აქსესუარები
- მანქანის სავარძლები
- ბავშვის შესახვევი მაგიდა
- კარადები და კომოდები
- სკამ-მაგიდა
- ბავშვის ბანაობა-აბაზანის აქსესუარები
- ჭოჭინა
- დამცავი ჯებირი
- ბავშვის საქანელა
- მანეჟი/საწოლ-მანეჟი
- ბავშვის კვება-ჰიგიენა/მოვლა
- ორსულობა/ლაქტაცია
- ყველაფერი გართობისათვის
- ველოსიპედი/სკუტერი/ციგა
- კენგურუ და სატარებელი ღვედი
- სხვადასხვა აქსესუარები
როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი სწორად და რა არის “ბალანს ბაიკი”?
როგორ შევარჩიოთ სწორად ჩვენი პატარებისთვის ველოსიპედი? რას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა მისი არჩევისას და რა ასაკიდანაა შესაძლებელი მისი გამოყენება?
როდესაც საკითხი ჩვენი შვილების სწორად განვითარებას ეხება, ამა თუ იმ ნივთის შეძენისას უამრავი კითხვა გვიჩნდება. გვინდა რომ ნივთი იყოს სწორად შერჩეული და შესაფერისი ჩვენი პატარას ასაკითვის, იყოს ხარისხიანი, განავითაროს და განუვითაროს მსხვილი ან წვრილი მოტორული უნარები, მიანიჭოს ბედნიერება და თავისუფლება მას.
მეტად რთულად გვეჩვენება მისი პირველი ავტომობილისა თუ ველოსიპედის შერჩევის საკითხი, როდესაც არ ვიცით რითი ვიხელმძღვანელოთ.
ჩვენი პატარასთვის ველოსიპედი არის შესაძლებლობა განიცადოს გარკვეული ტიპის ემოციები, დასძლიოს პირველი შიში, შეიგრძნოს ბედნიერება, სილაღე. საჭიროა სწორად შევარჩიოთ მისთვის შესაფერისი მოდელი, როგორც ზომით , ასევე ასაკით. გავითვალისწინოთ და ვკითხოთ რომელია მისი საყვარელი ფერი, რათა მისთვის ველოსიპედი უფრო მეტად საყვარელი ნივთი გახდეს .
საბავშვო ველოსიპედი ძირითადად 2 წლიდანაა რეკომენდებული მაშინ , როცა ჩვენ პატარას ზურგი სწორად უჭირავს, თავისუფლად ზის, ბავშვი ფეხებით მიწას ეხება და ცდილობს ველოსიპედი პედლების დაუხმარებლად ატაროს. ასეთია მაგალითად წონასწორობის შესანარჩუნებელი (ე.წ ბალანს ბაიკი) ველოსიპედი.
ჩნდება კითხვა , რა არის და როგორ იმართება ასეთი ტიპის ველოსიპედი ან ავტომობილი?
ბევრისთვის ბალანსის შესანარჩუნებელი ველოსიპედი საკმაოდ ახალი იდეაა , თუმცა ჯერ კიდევ 1817 წელს გერმანელ კარლ დრაისის მიერ გამოგონებული „დენდი ცხენი“ ძირითადად ზრდასრულთა მიერ გამოსაყენებელი ბალანსის ხის ველოსიპედი იყო. თანამედროვე ბალანსის ველოსიპედი კი უკვე თარიღდება 1997 წლით.
ბალანსის ველოსიპედი მზადდება როგორც ხისგან, ასევე მეტალისგან, იგი პედლებისა და მასთან დაკავშირებული ნაწილების გარეშეა, გამართულად ფუნქციონირებისათვის.
აუცილებელია ველოსიპედი იყოს პატარა, რათა ბავშვს შეეძლოს კომფორტულად მოთავსება, ორივე ფეხის მიწაზე დადება და სიარული. სწორედ ეს ფაქტორებია საჭირო იმისათვის , რომ ფეხების სწრაფი მოძრაობისას ატაროს, ირბინოს, შემდგომ ორივე ფეხი ასწიოს მიწიდან და ველოსიპედის ორ ბორბალზე დაბალანსებულად ისეირნოს. თავდაცვისთვის შეგიძლიათ თქვენ პატარას დაუმაგრდოთ ჩაფხუტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მაღალი სიმტკიცითა და ნაკაწრებისადმი გამძლეობით, რეგულირებადი შესაკრავითა და საჰაეროთი, რათა დავიდან ავიცილოთ გადახურება.
ტრადიციულად, პატარა ასაკისთვის გათვლილ ველოსიპედებს აქვთ სტაბილიზატორები (დამხმარე საბურავები), რომლებიც ასრულებენ ე.წ საყრდენების ფუნქციას , მაგრდება ველოსიპედის უკანა საბურავთან მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ეს უკვე ითვლება მოძველებულ მეთოდად, რადგან ბავშვი ამ დროს ზედმეტად იხრება და სტაბილიზატორების მოხსნისას უკვე უჭირთ ველოსიპედის ტარება და მასზე წონასწორობის შენარჩუნება .
როგორც ველოსიპედის სახელი გვეუბნება ბალანსის ველოსიპედი რეალურ საშუალებას აძლევს ბავშვს ისწავლოს ¯
- წონასწორობის შენარჩუნება
ამ უნარის ადრეული ასაკიდან ათვისება , ხელს შეუწყობს შემდგომ პედლიან ველოსიპედთან მარტივად ადაპტირებას და მის სრულფასოვნად მართვას .
- საჭის მართვა
ბავშვს უჩნდება სურვილი რაც შეიძლება მალე შეისწავლოს საჭის მართვა, რათა შეძლოს სრული კონტროლი მოიპოვოს ველოსიპედის ტარებისას.
როგორ განვსაზღვროთ ბავშვის სიმაღლის შესაბამისად ველოსიპედის დასაჯდომი სკამი ?
ამისთვის დაგეხმარებად შემდეგი ფოტო:
ბალანს ველოსიპედი ბავშვს უვითარებს მსხვილ მოტორულ უნარებს, რაც გულისხმობს დიდი კუნთების მონაწილეობით განხორციელებად მოქედებას, ჯდომას, დგომას , სიარულს , რაც წინ უსწრებს წვრილი კუნთების განვითარებას.
რომ შევაჯამოთ, ჩვენი რეკომენდაციაა, იმისათვის რომ ბავშვმა სამომავლოდ თამამად და სრულფასოვნად მართოს პედლებიანი ველოსიპედი, ბალანსის ველოსიპედით დააწყებინოთ ეს მოგზაურობა.
აქვე, საინტერესო მოდელს გაგიზიარებთ, რომელიც პედლებიანი და უპედლო ველოსიპედის ფუნქციას ითავსებს და არ მოგიწევთ მისი რამდენჯერმე შეძენა:
https://babystep.ge/product/momi-velosipedi-4in1-loris/