- ეტლები
- ბავშვის საწოლები/საწოლის აქსესუარები
- მანქანის სავარძლები
- ბავშვის შესახვევი მაგიდა
- კარადები და კომოდები
- სკამ-მაგიდა
- ბავშვის ბანაობა-აბაზანის აქსესუარები
- ჭოჭინა
- დამცავი ჯებირი
- ბავშვის საქანელა
- მანეჟი/საწოლ-მანეჟი
- ბავშვის კვება-ჰიგიენა/მოვლა
- ორსულობა/ლაქტაცია
- ყველაფერი გართობისათვის
- ველოსიპედი/სკუტერი/ციგა
- კენგურუ და სატარებელი ღვედი
- სხვადასხვა აქსესუარები
უსაფრთხო მგზავობა – მანქანის სავარძელი
ბავშვის უსაფრთხოება ყველნგან და ყოველთვის მნიშვნელოვან ჭრილში განიხილება, მაშინაც კი, როდესაც მისთვის სათამაშოს ვარჩევთ, საკვებ სკამ-მაგიდას ვყიდულობთ… განსაკუთრებით დაკვირვებითა და სიზუსტით უნდა შევარჩიოთ მისთვის მანქანის სავარძელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ მანქანის სავარძლის გამოყენება ამცირებს ავარიის შედეგათ ბავშვების სიკვდილიანობის რისკს, ხოლო ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს რეგულაცია, რომელიც კრძალავს მანქანით ბავშვის გადაადგილებას სპეციალური ბავშვის მანქანის სავარძლის გარეშე.
მანქანის სავარძლის შერჩევისას აუცილებელია ვიყოთ მეტად ინფორმირებულნი, აქცენტი უნდა გავაკეთოთ უსაფრთხოების პარამეტრებზე. ამ სტატიაში ვეცდებით ინფორმაცია მოგაწოდოთ ლორელის მანქანის სავარძლის ტიპებზე, მის სწორად შერჩევასა და ასევე, მის დამონტაჟებაზე.
სანამ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავამაგროთ არჩეული სავარძელი ჩვენს მანქანაში, მანამდე აუცილებლად უნდა განვიხილოთ როგორი კატეგორიის გვჭირდება იგი.
0 -13 კილოგრამი – ასეთი ტიპის ჯგუფს მიეკუთვნება კალათა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ეტლში დასამონტაჟებლად, ასევე მანქანაში ღვედების საშუალებით დასამაგრებლად. თუმცა, როგორც წესი მალევე ხდება საჭირო სხვა ჯგუფის მანქანის სავარძლით ჩანაცვლება.
0-18 კილოგრამი
0-25 კილოგრამი
0-36 კილოგრამი
წონასთან ერთად აუცილებელია განვსაზღვროთ თუ როგორი დამაგრების სისტემითაა თქვენი მანქანის სავარძელი. პირველ რიგში განვიხილავთ სწორედ ეს სისტემა:
- ღვედებით სამონტაჟო ვარიანტი საკმაოდ პრაქტიკულია, ვინაიდან ყველა მანქანაშია. ქამარს აქვს გარკვეული ელასტიურობა, რაც ამცირებს ბავშვის დაზიანების რისკს.
მას შემდეგ, რაც ბავშვს სამგზავრო სავარძელში ჩასვამთ, შიდა ღვედები მჭიდროდ და სწორად შეკარით. შეკრულ ღვედს მოუჭირეთ ხელი და ეცადეთ მოკეცოთ. გახსოვდეთ, რომ შიდა ღვედების მჭიდროდ შეკვრა და სწორად დაფიქსირება აუცილებელია პატარას უსაფრთხო მგზავრობისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია თავი სწორად იყოს მოთავსებული, რათა ავტოსაგზაო შემთხვევისას პატარას თავი და კისერი არ დაუზიანდეს.
- ISOFIX სისტემა – საშუალებას იძლევა მანქანის სავარძელი მაქსიმალურად მყარად დავამონტაჟოთ მანქანაში. აისოფიქსის სისტემის დიზაინი არც თუ ისე რთულია. ამ სისტემიან სავარძელს უკანა მხარეს აქვს გვერდებიდან გამომავალი ორი რკინის კონსტრუქცია. როგორ დავადგინოთ ჩვენს მანქანას აქვს თუ არა აისოფიქსის სისტემა? ხელით შეგვიძლია მარტივად შევამოწმოთ. ის უნდა იყოს დამაგრებული მანქანის უკანა სავარძელზე, ხელით უნდა მოვსინჯოთ ის საზურგესა და დასაჯდომს შორის .
ამ სისტემით თითქმის შეუძლებელია სავარძლის არასწორად დაყენება.
Isofix სამაგრი განლაგებულია მხოლოდ უკანა სავარძლებზე და მისი უპირატესობებია : ინსტალაციის სიმარტივე, საიმედო ფიქსაცია ნებისმიერ მანქანაში. შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ვიდეოთი:
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის მანქანის სავარძლის სწორი დამონტაჟება. 2 წლამდე ასაკში საბავშო სავარძლის მანქანაში დამაგრება უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვილი სახით მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ იჯდეს. ავტოავარიების დროს ეს მის თავსა და სხეულს გაცილებით უკეთ დაიცავს.
მანქანის სავარძლები იხილეთ ლინკზე: https://babystep.ge/product-category/manqanis-savardzlebi/